სიახლეები

უეფას მსაჯთა ტალანტებისა და მენტორების პროგრამა ნიონში

მსაჯები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯუნეტ ჩაქირმა უეფას მსაჯთა ტალანტებისა და მენტორების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 29-31 აგვისტოს ნიონში გაიმართა. 

ჯუნეტ ჩაქირი პროგრამის ფარგლებში ავსტრიელი და ნორვეგიელი მსაჯების მენტორი იყო. აღნიშნულ პროგრამაში ასევე მონაწილეობდა ფიფას მეორე კატეგორიის ქართველი მსაჯი, გოგა კიკაჩეიშვილი, რომელმაც საწვრთნელ შეკრების ფარგლებში ვიდეო ტესტებში მიიღო მონაწილეობა და ჩააბარა ტესტი თამაშის წესების შესახებ. 

შეკრებაში მონაწილე ყველა მსაჯს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და რამდენიმე ტესტი ტრავმების პრევენციის მიზნით. ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, გოგა კიკაჩეიშვილის მენტორი ყოფილი მსაჯი, მილორად მაჟიჩი იქნება. 

კიდევ ერთი ქართველი არბიტრი, ფიფას პირველი კატეგორიის მსაჯი გიორგი ყრუაშვილი ნიონში გასამართ უეფას სემინარს დაესწრება.