სიახლეები

ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მეორე გამოცდაზე რეგისტრაცია დასასრულს უახლოვდება

სფფ
გაუზიარე

ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღები რიგით მეორე გამოცდისთვის რეგისტრაცია დასასრულს უახლოვდება. შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო პერიოდი 31 ივლისს დასრულდება, გამოცდა კი 20 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაცია გამოცდაზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმულზე.

ფიფას ფეხბურთის აგენტების ახალი დებულებების თანახმად, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან ფეხურთის აგენტის საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულო ხდება ფიფას შესაბამისი ლიცენზიის ფლობა.

პირები, რომლებსაც წარსულში აქვთ მოპოვებული ფიფას მოთამაშეთა აგენტის ლიცენზია, გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ ახალი ლიცენზიის მიღებას. ამისთვის მათ ფიფას აგენტების პლატფორმაზე (agents.fifa.com) 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი და დააკმაყოფილონ დებულებაში წარმოდგენილი მოთხოვნები.

ინფორმაცია საგამოცდო ლოკაციის, დროისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, გამოცდაზე დარეგისტრირებულ კანდიდატებს მიეწოდებათ მათ მიერ პლატფორმაზე მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე - [email protected]