მთავარი

ინფორმაცია გამოცდაზე რეგისტრაციისთვის

ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღებად, მსურველი ფიზიკური პირი:

·       გრაფიკით დადგენილ ვადაში უნდა დარეგისტრირდეს ფიფას აგენტების პლატფორმაზე და სრულად შეავსოს ონლაინ განაცხადი;

·       დააკმაყოფილოს დაშვების კრიტერიუმები (იხ. ფიფას ფეხბურთის აგენტის დებულებების მუხ. 5);

·       გამოცდის ჩატარების დღემდე გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის თანხა;

·       გრაფიკით დადგენილ დღეს წარმატებით ჩააბაროს ფიფას ფეხბურთის აგენტების გამოცდა;

·       ამას გარდა, ფიფას მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს ყოველწლიური გადასახადი (იხ. ფიფას ფეხბურთის აგენტის დებულებების მუხ. 7).

აგენტების გამოცდები ჩატარდება ფიფას მიერ დადგენილი პერიოდულობით, ლიცენზირების გრაფიკის შესაბამისად. განსხვავებული პირობები მოქმედებს იმ პირებისთვის, რომლებიც წარსულში იყვნენ ფიფას ლიცენზირებული აგენტები (ე.წ. მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფა), რაც შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ განმარტებებში (იხ. ბმული ქვემოთ).

გამოცდა ჩატარდება ტესტირების ფორმატში, ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე, სფფ-ის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე და შემოწმდება კანდიდატების მიერ ფიფას შემდეგი რეგულაციების ცოდნა:

·       FFAR

·       FIFA Regulations on the Status and Transfer of Players

·       FIFA Statutes

·       FIFA Code of Ethics

·       FIFA Disciplinary Code

·       FIFA Guardians: Child Safeguarding Toolkit

ასევე, მუდმივად ადევნეთ თვალყური პლატფორმაზე განთავსებულ შესაძლო სიახლეებს საგამოცდო მასალების ვერსიებთან დაკავშირებით.

კანდიდატებს უფლება ექნებათ დაიხმარონ აგენტების პლატფორმაზე განთავსებული ან საკუთარი მასალები. ყოველმა კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საკუთარი კომპიუტერული მოწყობილობა (გამოცდის მსვლელობისას მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია).

ლიცენზირების გრაფიკის თანახმად,

·       ფიფას ფეხბურთის აგენტის პირველ გამოცდაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2023 წლის 15 მარტი;

·       ფიფას ფეხბურთის აგენტების პირველი გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 19 აპრილს.

·       გამოცდამდე კანდიდატმა უნდა ჩარიცხოს მონაწილეობის თანხა 500 ლარის ოდენობით ფიფას აგენტების პლატფორმაზე მითითებულ სფფ-ის ანგარიშზე.

პირველი გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (ჩატარების ადგილი, დრო, და ა.შ.) დამატებით ეცნობება დაინტერესებულ პირებს.

განმარტებები ამ საკითხებზე და სხვა დეტალური ინფორმაცია, რა არის საჭირო ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მოსაპოვებლად, შეგიძლიათ იხილოთ მულზე. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით სფფ-ის ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების განყოფილებას, ელფოსტის მისამართზე [email protected].