სიახლეები

„WPS ვაკე“ გოგონათა შორის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

30 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში გოგონათა 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირის დასკვნით მატჩში ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდები „მარტვილი“ და „WPS ვაკე“ დაუპირისპირდნენ. მიმდინარე წლის გათამაშება WPS ვაკის გამარჯვებით, ანგარიშით 4-2 დასრულდა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ტურნირის პირველ და მეორე ადგილოსნებს მედლები და თასი ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ გადასცეს. 

ტურნირი წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით იმართება. მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 14-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.  

2023 წლიდან მონაწილე გუნდების გაზრდა და ჩემპიონატის რეგულარული სახით გამართვა იგეგმება.