13 სექტემბერს, მადრიდში უეფას მასობრივი ფეხბურთის კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა და უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა მიმართეს. სიტყვის გამოსვლისას ხაზი გაესვა მასობრივი ფეხბურთის ახალ წესდებას, რომელიც განვითარების ახალ სტანდარტებს დააწესებს.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სტრატეგიული განვითარება იყო, სადაც საქართველოს მაგალითზე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს მასობრივი ფეხბურთის ინტეგრირება ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების გეგმაში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონფერენციის მონაწილეების წინაშე სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი, ნიკოლოზ ჯღარკავა პრეზენტაციის წარსდგა, რომლის ფარგლებშიც სფფ-ის მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა, სადაც მასობრივი ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
ოთხდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ასევე იღებენ, სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის მენეჯერი თამაზ კვერნაძე და ქალთა ფეხბურთის მენეჯერი ქეთი ყიფიანი.
კონფერენცია, რომელიც 2019 წლიდან პირველად იმართება, 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას და მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის სამომავლო ხედვის ჩამოყალიბებას.
სტრატეგიული განვითარების გეგმა | 2022-2026
ფოტო: Rafa Aparicio - UEFA