სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელი ქალთა ევროპის ჩემპიონატის მედია გუნდში

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერი, ოთარ გიორგაძე, ინგლისში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მედია ჯგუფის საქმიანობაში იყო ჩართული. 

უეფას Shadow In პროგრამის ფარგლებში, ოთარ გიორგაძე, საერთაშორისო მედია გუნდთან ერთად, ქალაქ ლიში, მანჩესტერსა და როტერჰემში, ჯგუფური ეტაპის ორი და ორი მეოთხედფინალური შეხვედრის ორგანიზებაში იყო ჩართული.

სფფ-ის წარმომადგენელმა 17 ივლისს, შვედეთი - პორტუგალიის, 18 ივლისს, იტალია - ბელგიის, 22 ივლისს, შვედეთი - ბელგიის და 23 ივლისს, საფრანგეთი - ნიდერლანდების მატჩებზე იმუშავა.

ოთარ გიორგაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცრის პოზიციაზე 2012 წლიდან მუშაობს, ხოლო 2015 წლიდან უეფას მედია კომიტეტის წევრია.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატმადე, რომელიც 2023 წლის ივნისში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, ინგლისში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მასშტაბური სანაკრებო ტურნირია.  

შეგახსენებთ, რომ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. უეფას გადაწყვეტილებით, თამარ ჭიჭინაძე ევროპის ჩემპიონატის ოთხი მატჩის დელეგატი იყო.