სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელი ქალთა ევროპის ჩემპიონატზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ჭიჭინაძე უეფას დელეგატად დაინიშნა.

თამარ ჭიჭინაძე დელეგატის ფუნქციას ინგლისში, ქალთა ევროპის ჩემპიონატზე, ევრო 2022-ზე შეასრულებს. პირველი მატჩი, რომელზეც ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ქართველი ფუნქციონერი იმუშავებს, 8 ივლისს, გერმანია - დანიის დაპირისპირებაა, რომელიც ლონდონში, ბრენტფორდის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ამას გარდა, თამარ ჭიჭინაძე 12 ივლისს, გერმანია - ესპანეთის, 16 ივლისს, დანია - ესპანეთის და 21 ივლისს, ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩზე იმუშავებს.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე, მათ შორისაა, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი პსვ ეინდჰოვენი - რუსენბორგი.