სიახლეები

3 აგვისტოს საქართველოს ქალთა თასის ¼ ფინალები გაიმართება

საქართველოს ქალთა თასი
გაუზიარე

3 აგვისტოს, ქვეყნის 3 სტადიონზე,  საქართველოს ქალთა თასის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართება. რიგით მეორე გათამაშების ამ ეტაპზე, ტურნირში, მონაწილეობას ქალთა ლიგის ექვის და ქალთა ლიგა 2-ის ორი გუნდი აგრძელებს. ისევე, როგორც მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებში, ამჯერადაც გამარჯვებულები, ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

17:00 მუხრანის სტადიონი / დიდგორი - ფენიქსი  
17:30 გორის პარკ არენა / გორი იუნაიტედი - კოლხეთი ხობი
18:00 სფფ-ის ვარკეთილის ცენტრი / ნიკე - კვარტალი

თასის გათამაშების ამ ეტაპის კიდევ ერთი შეხვერდა, რომელიც თბილისში უნდა გამართულიყო, „ნორჩ დინამოსა“ და თასის მოქმედ მფლობელ, „ლანჩხუთს“ შორის გადადებულია და მოგვიანებით გაიმართება. 

ქალთა შორის საქართველოს თასის 2021 წლის სეზონის გათამაშებამ სტარტი, 3 ივლისს აიღო და მასში, მონაწილეობა 16 გუნდმა დაიწყო. დაწვრილებით 1/8 ფინალის შესახებ იხილეთ ბმული.