სტარტი აიღო ქალთა შორის, საქართველოს თასის, 2021 წლის გათამაშებამ, რომელშიც მონაწილეობას ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის 16 გუნდი იღებს.
3 ივლისი
ლანჩხუთი 3-0 ბათუმი
მართვე 1-3 ნორჩი დინამო
ივერია 0-11 ნიკე
ზარზმა 0-8 ხობის კოლხეთი
რაჭა 2020 2-4 ფენიქსი
ბახტრიონი 0-19 გორი იუნაიტედი
დინამო სოხუმი 1-10 კვარტალი
4 ივლისი
დიდგორი 3-0 ქარიშხალა
მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებში გამარჯვებულები, ერთმატჩიან დაპირისპირებაში ვლინდებიან. შესაბამისად, 1/8 ფინალის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე ქალთა ლიგიდან ლანჩხუთი, ნორჩი დინამო, ნიკე, ხობის კოლხეთი, გორი იუნაიტედი და კვარტალი გავიდნენ.
გათამაშების ამ ეტაპზე, ორ წყვილში ქალთა ლიგის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ქუთაისში, სტუმრად ჩასულმა ნორჩმა დინამომ 1-3, ადგილობრივი მართვე დაამარცხა. ლანჩხუთმა კი, ბათუმელები მიიღო სახლში და სამბურთიანი სხვაობით, 3-0 მოიგო.
მომდევნო ეტაპზე აგრძელებს ასპარეზობას, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატების დებიუტანტი ლიგა 2-დან, ზუგდიდის ფენიქსი, რომელსაც ხვალ, ბოლო მერვედფინალური მატჩის გამარჯვებული, ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი, კიდევ ერთი გუნდი შეუერთდება.