უეფას 2021/2022 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათმა და ქალთა ლიგის საუკეთესო სამმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა.
წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეცნობა ფეხბურთის კლუბებს და უეფას.
უნდა აღინიშნოს, რომ უეფას 2021/2022 წლების საკლუბო ტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა კლუბებმა წარმატებით დაასრულეს ლიცენზირების პროცესი და სფფ-ის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე დაიშვებიან ევროტურნირებზე. ეს კლუბებია:
- დინამო თბილისი
- დინამო ბათუმი
- დილა გორი
- ნიკე თბილისი
სათანადო შეფასებების შედეგად, უეფას ასევე წარედგინა დადებითი რეკომენდაცია, რათა 2020 წლის საქართველოს თასის გამარჯვებული გაგრა, რომელიც რანგით დაბალ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს, უეფას საგანგებო რეგულაციების შესაბამისად დაიშვას 2021/2022 წლების ევროტურნირებზე.
ლიცენზიების გაცემის შემდეგ, 2021/2022 წლების სეზონის განმავლობაში, კლუბების მიერ ლიცენზირების მოთხოვნების უწყვეტად შესრულებას მუდმივად გაეწევა მონიტორინგი.