სიახლეები

უეფას სასწავლო კურსის 'სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში' - პირველი მოდული დასრულდა

სფფ
გაუზიარე

თბილისში, უეფას სასწავლო კურსის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - პირველი მოდული დასრულდა.

სასწავლო პროგრამის პირველი სემინარის ფარგელბში ორი დღის განმავლობაში 24-მა მონაწილემ უეფას წარმომადგებლებისგან, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისგან და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან წარმოდგენილი მოდულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

პირველი სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა შემდეგი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია:

  • მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა
  • სტრატეგიული მართვა
  • ოპერაციული მართვა.

სასწავლო პროგრამის მონაწილეები ამჟამად სწავლას დისტანციური მეთოდით განაგრძობენ. მომდვენო, მეორე სემინარი, მომავალი წლის თებერვალში ჩატარდება.

კურსში მონაწილეობას 24 მონაწილე იღებს, მათ შორის, საქართველოში საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ საფეხბურთო კლუბებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციებს, ასევე CFM-ის ქართულენოვანი ვერსიის წარმატებული კურსდამთავრებულები და ევროპული ქვეყნების სხვა ფედერაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ინგლისის, გერმანიის, შოტლანდიის, უელსის და დანიის. პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო პროგრამა საქართველოში მეორედ იმართება.