სიახლეები

UEFA-ს სასწავლო კურსი 'სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში' დღეს ოფიციალურად გაიხსნა

სფფ
გაუზიარე

UEFA- სასწავლო კურსისსერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია დღესრესპუბლიკა“-ში გაიმართა. აღნიშნული პროგრამის ინგლისურენოვანი კურსი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე მეორედ იმართება. კურსის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და უეფას პროგრამების მენეჯერმა ალექსანდრა დანჩილამ მიმართეს. ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები.

? სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი:უეფას ფეხბურთის მენეჯმენტის პროგრამის საქართველოში ჩატარება, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის, პრიორიტეტულია განათლების მიმართულება. რასაკვირველია, აღნიშნული პროგრამა უდიდეს წვლილს შეიტანს ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო და მივულოცო კურსის დაწყება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტში ჩართულები არიან არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის წარმომადენლები, არამედ სტუმრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. რადგან საკუთარი გამოცდილებისა და იდეების გაცვლა დარწმუნებული ვარ ყველასთვის სასარგებლო იქნება.“

პროგრამის პირველი მოდული ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ლექციებს უეფას წარმომადგებლები, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი წაიკითხავენ.

კურსში მონაწილეობას 24 მონაწილე იღებს, მათ შორის, საქართველოში საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ საფეხბურთო კლუბებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციებს, ასევე CFM-ის ქართულენოვანი ვერსიის წარმატებული კურსდამთავრებულები და ევროპული ქვეყნების სხვა ფედერაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ინგლისის, გერმანიის, შოტლანდიის, უელსის და დანიის. პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ საკითხებს შეისწავლიან:

  • მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა;
  • სტრატეგიული მართვა;
  • ოპერაციული მართვა;
  • ფეხბურთის მარკეტინგი და სპონსორობა;
  • კომუნიკაციები, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • ღონისძიებებისა და მოხალისეების მართვა.

სასწავლო პროგრამა ექვსი მოდულისგან შედგება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. მონაწილეებს სერტიფიკატები წერითი დავალებებისა და გამოცდის შედეგების საფუძველზე გადაეცემათ.