სიახლეები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლიტვასთან და ესტონეთთან

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თბილისში, ლიტვასთან და ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია, ბელგიის საფეხბურთო კლუბ "გენტის" 18 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე. უახლოეს ორ შეხვედრაში ასევე დაგეგმილი იყო, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ლევან გეგეჭკორის (ს.კ. რუსთავი) გამოძახება,თუმცა ტრავმის გამო ფეხბურთელი შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ათი ფეხბურთელის ვინაობა,რომელსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ნუკრი რევიშვილი (ს.კ.რუსთავი,), უჩა ლობჟანიძე (ს.კ. სამტრედია), ლაშა დვალი (პოგონი,პოლონეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), სანდრო კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (სლოვაცკო, ჩეხეთი)

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ჩვენი გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. გულშემატკივართათვის მატჩებზე დასწრება თავისუფალია. მიმდინარე თვეში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. უეფას ერთა ლიგის გათამაშება 6 სექტემბერს იწყება.