ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის თასი

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი ვენეციელი ხელოსნების ნამუშევარია. შუშის თასის სიმაღლე 60 სანტიმეტრია, შუშის ცენტრალური ფიგურა კი თითბერით, ნიკელითა და 24-კარატიანი ოქროთია მორთული.
თასის ორიგინალური ვერსია, რომელიც ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროის გამოიყენება, უეფაში რჩება, ხოლო გამარჯვებულს სრული ზომის რეპლიკა გადაეცემა.
ტურნირის გამარჯვებულ გუნდს 35 ოქროს მედალი გადაეცემა, ფინალში დამარცხებული გუნდს კი - ვერცხლის. ნახევარფინალში დამარცხებული ორივე გუნდი 35 ბრინჯაოს მედალს მიიღებს.

