სიახლეები

საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა

გაუზიარე
17 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან ერთად, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად, მერვედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

რუსთავი - ზუგდიდი
სამგურალი - დინამო თბ
ფკ გორი - ნორჩი დინამო
ტორპედო - სამტრედია
იმერეთი - სიონი
დილა - კოლხეთი 1913
გურია - შევარდენი 1906 / საბურთალო
გაგრა - ჩიხურა

გამომდინარე იქიდან, რომ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში, რომელიც 15 მარტს გაიმართა, შევარდენი 1906-ისა და საბურთალოს მონაწილეობით (2:1 საბურთალოს სასარგებლოდ), დაფიქსირდა საქართველოს თასის დებულების მე-9 მუხლის დარღვევა, საკითხი განსახილველად გადაეცა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს. შესაბამისად, მერვედფინალის მონაწილე მე-16 გუნდი და გურია - შევარდენი 1906 / საბურთალოს მასპინძელი 18 მარტს, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალისტები ტრადიციულად ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან, შეხვედრები კი, 26 აპრილს გაიმართება და მათ პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ.