სიახლეები

საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში დღეს დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
საქართველო - სერბეთის მატჩის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს დღეიდან უკვე დინამო არენას სალაროებშიც შეუძლიათ.

ბილეთების ფასი 5, 10, 15, და 25 ლარია. დინამო არენას სალაროები ყოველდღე, 11:00 - 19:00 მუშაობს.

ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში, ბმულზე: www.tkt.ge/geovsrb

ბილეთის მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს საჩუქრად საქართველო - ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცემათ. მატჩის ბილეთი გულშემატკივრებს 25 მარტს გაეგზავნებათ. შეხვედრა 28 მარტს, ასევე დინამო არენაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება 24 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.