სიახლეები

საქართველო - თურქეთი 1:1

ფუტსალი
გაუზიარე
16 მარტს, ფუტსალის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდისთვის მზადების პროცესში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თურქეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერად ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, მეორე წუთზე მეტოქის კარი ნიკოლოზ კურტანიძემ აიღო. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება პირველივე ტაიმში მოახერხეს, მეათე წუთზე გოლით ჩემ კესკინი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ფუტსალის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდის მატჩებს 8, 9 და 11 აპრილს თბილისის „ოლიმპიურ სასახლეში“ გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალიის, ჰოლანდიისა და ბელარუსიის ფუტსალის ნაკრებები იქნებიან.

საქართველო - თურქეთი 1:1

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: ჯამბურია, ჭანუყვაძე, ლუკავა, კურტანიძე, ნიკვაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: გორგოშაძე, კაკაბაძე, დარჩია, თოფურია, კობაიაძე, მაისაია, ბობოხიძე, ნინოშვილი, მამულაძე, სიგუნავა

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

თურქეთი:
მუტლუ, კოსეოღლუ, კესკინი, მენგი, აჩიკელი

სათადარიგო შემადგენლობა: ერტოკი, კინლაკი, ჩიჩეკი, იენიჩმეზი, ოზდემირი, ტალჰაკანი, დემირი, ოზკანი

მთ. მწვრთნელი: სერკან გორგიულუ

მსაჯები: შოთა ქუხილავა, არსენ ნონიკაშვილი, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე

გაფრთხილება: 11:33’ კესეოღლუ, 27:35’ კესკინი

გოლი: 1:0 კურტანიძე (01:55), 1:1 ჩემ კესკინი (09:36)