სიახლეები

საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, საქართველო - სერბეთი, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში 13 მარტიდან დაიწყო. 

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე  www.tkt.ge/geovsrb შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. 

ბილეთის მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. www.tkt.ge/geovsrb  შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს საჩუქრად საქართველო - ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცემათ. მატჩის ბილეთი გულშემატკივრებს 25 მარტს გაეგზავნებათ. შეხვედრა 28 მარტს, ასევე დინამო არენაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. 

საქართველო - სერბეთის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დინამო არენას სალაროებში, მოგვიანებით, 17 მარტიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება 24 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.