სიახლეები

ფუტსალის ნაკრების ღია ვარჯიში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 15 და 16 მარტს ლეგიონერების გარეშე თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველო-თურქეთის ორივე დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება. 

13 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გაიმართება, სადაც გაიცემა თამაშებზე დასასწრები მედია-აკრედიტაციები.