11 მარტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე შესარჩევი ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა და მეთექვსმეტედფინალის მონაწილე ყველა გუნდი გამოვლინდა.
წყალტუბოს "26 მაისის სახელობის" სტადიონზე ადგილობრივმა „სამგურალი-2“-მა გულრიფშის „კოლხს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ბექა ლეშკაშელმა და ლევან ლიპარტელიანმა გაიტანეს, დამარცხებულთა მხრიდან კი -გოჩა ტვილდიანმა.
თბილისში „ბენდელას“ სტადიონზე „შევარდენი 1906“ ქედის „ბეთლემს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. პირველი გოლი მე-11 წუთზე გავიდა, საბა თვალავაძემ ბურთ საკუთარ კარში ჩაჭრა, 84-ეზე კი, საბოლოო ანგარიში დავით ოდიკაძემ დააფიქსირა.
საქართველოს თასის მესამე შესარჩევი ეტაპის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
სამეგრელო - მარგვეთი 2006 2:0
გარეჯი - საბურთალო-2 4:0
ლესიჭინე 2016 - დინამო სოხუმი 1:0 დ.დ. (1:0)
ვარკეთილი - გორი 1:2 დ.დ. (0:1)
საპოვნელა - მარკ სტარსი 1:0
ლოკომოტივი-2 - ალგეთი 2:3 დ.დ. (2:2)
ლიახვი აჩაბეთი - სქური 0:1
ჭიათურა - თელავი 2:0
კოლხეთი ხობი - იმერეთი 0:1
გარდაბანი - ნორჩი დინამო 3:4
მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 15 მარტს გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
კოლხეთი 1913 - დინამო ბათუმი
ზუგდიდი - ცხინვალი
შევარდენი 1906 - საბურთალო
სამეგრელო - გურია
საპოვნელა - ტორპედო
ლესიჭინე 2016 - ჩიხურა
ალგეთი - დინამო თბილისი
ვიტ ჯორჯია - სამტრედია
სამგურალი-2 - დილა
გარეჯი - იმერეთი
გაგრა - მეშახტე
რუსთავი - მერანი
სქური - სიონი
ფკ გორი - შუქურა
ნორჩი დინამო - ლოკომოტივი
ჭიათურა - სამგურალი