სიახლეები

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი „დინამო არენაზე“, 24 მარტს, 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].

გთხოვთ, მიუთითოთ  აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია. 

აკრედიტირების პროცესი 20 მარტამდე გაგრძელდება,რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაცია წერილობით გაცნობებთ გადაწყვეტილებას. მედია აკრედიტაციების გაცემა მოხდება 23 მარტს დაგეგმილ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 171761