საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში ამხანაგური მატჩი გამართა. ლევან ბაჯელიძის გუნდი მესხის სახელობის სტადიონზე მოლდოვას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 80-ე წუთზე ჩემინავას გადაცემის შემდეგ თეონა ბაქრაძემ გახსნა. 84-ე წუთზე კი სტუმართა ფეხბურთელმა, ლუდმილა კარამანმა საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველო ქ 1:1 მოლდოვა ქ
საქართველო ქ: სუხაშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (ხაბურზანია 90), ჭყონია, ჩემინავა, დანელია, ტატუაშვილი, სხირტლაძე, სუთიძე (კ), დოლიძე (ნასყიდაშვილი 60)
სათადარიგო: გაბუნია თევდორაძე, შენგელია, ანთაძე, ბასილაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
მოლდოვა ქ: ზატუშევსკაია, კუზინოვა, პრისაკარი, არნაუტუ (კლიპკა 46, პეტელკა 90), კარამანი, ტომა, ჩიპერი (ტაბური60), სივოლობოვა (ლოჯინი 46), ვასილიცა, კოლესნიჩენკო, ანდონე
სათადარიგო: საიტანი, ოსტაპენკო, ჩოტრუტა
მთავარი მწვრთნელი: ალინა სტეტენკო
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთი გაიპარაშვილი
გაფრთხილება: კლიპკა (70) დანელია (82)
გოლები: 1:0 ბაქრაძე (80), 1:1 კარამანი (84)
ფუტსალი
გაუზიარე