6 მარტს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე მოლდოვას ქალთა ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და 16:00 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ მოახლოვებული ამხანაგური მატჩისთვის 21 ფეხბურთელს უხმო. საქართველოს ნაკრები შეკრებას 28 თებერვლიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადის.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ჰერეთი“, ლაგოდეხი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“)
მცველები: თამარ ტატუაშვილი („სამსუნსპორი“, თურქეთი), ნათია სხირტლაძე („35-ე სკოლა“, თბილისი), ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), ანა ზაქაიძე („35-ე სკოლა“, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ დოლიძე („აჭარა“), დარინა ანთაძე („აჭარა“), თინათინ თევდორაძე („35-ე სკოლა“, თბილისი)
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ჰერეთი“, ლაგოდეხი), მარიამ დანელია („35-ე სკოლა“, თბილისი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური), ანა კულდონაშვილი („35-ე სკოლა“, თბილისი), ირინა ხაბურზანია („მართვე“, ქუთაისი), მარიამ ბასილაძე („35-ე სკოლა“, თბილისი), თამთა შენგელია („მართვე“, ქუთაისი)
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ხატია ჭყონია („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)
ფუტსალი
გაუზიარე