სიახლეები

სფფ-ის დელეგაცია მარტვილში

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, რეგიონული და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე  მარტვილის საფეხბურთო სკოლის მშენებარე საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირებთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა პროექტის მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და რეგიონში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.