27 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მედია-ოფიცერთა სემინარი ჩატარდა.
სემინარს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა და ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე კლუბების მედია-ოფიცრებმა ჯერ თეორიული, შემდეგ კი პრაქტიკული კურსი გაიარეს. ასევე მოისმინეს მომავალ ჩემპიონატში დაგეგმილი სიახლეები და მოთხოვნები. შეხვედრას უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია და ასაკობრივი ნაკრებების მედია-მენეჯერი კახა შალამბერიძე უძღვებოდნენ.
სფფ
გაუზიარე