სიახლეები

ფიზმომზადების მწვრთნელთა სემინარი

სფფ
გაუზიარე

27 თებერვალს, სასტუმრო მოხალისეში საქართველოს ეროვნული ნაკრების სლოვაკი ფიზმომზადების სპეციალისტი - რომან შვანტნერი რანგით პირველი ლიგის კლუბებში მომუშავე ფიზმომზადების მწვრთნელებს შეხვდა. შვანტნერმა პრეზენტაციის საშუალებით მოთამაშეთა ინდივიდუალურ ფიტნეს-პროფაილებზე, მატჩისწინა სამზადისზე, მოკლე პერიოდში ტრავმიანობის პრევენციაზე და სხვადასხვა სახის ფიზიკურ ტესტებზე ისაუბრა. ასევე, მათ პრაქტიკული მაგალითებით საკუთარ გამოცდილება გაუზიარა.

ანალოგიური სემინარი რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბების ფიზმომზადების სპეციალისტებისთვის 28 თებერვალს ჩატარდება.

დღის დასასრულს მონაწილეებმა სემინარი შეაჯამეს:

„აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სემინარი ძალიან ნაყოფიერი იყო. კარგია, რომ ის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტს მოიცავდა. თეორიულ ნაწილში დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. ვისურვებდი, რომ  მსგავს სწავლებას სისტემატიური ხასიათი ჰქონდეს, რაც ძალიან კარგი იქნება ყველა ჩვენგანისათვის,“ - შალვა ღონღაძე, ლოკომოტივის ფიზმომზადების მწვრთნელი 

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად ძალიან კვალიფიციური ფიზ. მომზადების მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც დღეს ჩვენ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და მისი რჩევები ძალიან წაგვადგება ჩვენ, ქართველ მწვრთნელებს. მინდა განხილულ საკითხებს შორის გამოვყო ტრავმიანობის პრევენცია, რომელზეც დღეს ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ,“ - „სამტრედიას“ ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე

„ის ცოდნა, რომელიც ამ სემინარზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვფიქრობ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისათვის,“ - მილოვან მატიასევიჩი, ქუთაისის ტორპედოს ფიზმომზადების მწვრთნელი.