სიახლეები

სამტრედია საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

გაუზიარე

26 თებერვალს, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასი გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი, „სამტრედია“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული, ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. 

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „სამტრედიას“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში მე-17 წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს: გიორგი გურულმა სტანდარტის შემდეგ თავური დარტყმით მოახერხა ომარ მიგინეიშვილის კარის აღება. სამტრედიელებმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხეს, 28-ე წუთზე საკუთარი გუნდის რამდენიმე სვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დავით რაჟამაშვილმა დააგვირგვინა.

მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა „სამტრედიამ“ მოახერხა. 58-ე წუთზე როინ კვასხვაძის შეცდომით გიორგი ბერიაშვილმა ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. დარჩენილ დროში „ტორპედომ“ რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, აღსანიშნავია თორნიკე კაპანაძის მომენტი, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ახალგაზრდა შემტევმა გატანა ვერ მოახერხა. საბოლოოდ,  ანგარიში აღარ შეცვლილა და „სამტრედიამ“ კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი სუპერთასი მოიპოვა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს ფულადი პრიზი - 50, 000 ლარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა,  კუთვნილი თასი კი -საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

სამტრედია - ტორპედო 2:1

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“

სამტრედია: მიგინეიშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, ბერიაშვილი, ჯიქია (71’ სამუშია), ახალაძე (78’ სუხომლინოვი), კასრაძე (90’ გოგიშვილი), მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

ტორპედო: კვასხვაძე, ადამაძე, ხურცილავა, ბაბუნაშვილი (61’ საბანაძე), კაპანაძე, კუხიანიძე, მახარობლიძე (77’ ტუღუში), გურული, დოლიძე, ქიმაძე, გიგაური (71’ მამასახლისი)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორვა, დ. სანოძე, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 45’ 90’ დათუნაიშვილი (სამტრედია), 58’ გურული (ტორპედო), 59' მჭედლიშვილი (სამტრედია) 

გაძევება: 90’ დათუნაიშვილი (სამტრედია)

გოლები: 0:1 გურული (17), 1:1 რაჟამაშვილი (28), 2:1 ბერიაშვილი (58)