სიახლეები

სუპერთასი - „სამტრედია“ ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ

გაუზიარე

საფეხბურთო სეზონი 26 თებერვალს, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასით გაიხსნება. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი, „სამტრედია“ და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. 

ახალი სეზონის პირველი მატჩის წინ ორივე გუნდმა საკუთარ სტადიონზე ივარჯიშა და ორივე მათგანი საბრძოლო განწყობაზეა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „სამტრედიაც“ და ქუთაისის „ტორპედოც“ შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან. 

საქართველოს სუპერთასის შეხვედრა მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. პირდაპირ რეპორტაჟს კი, „ტვ პირველი“ შემოგთავაზებთ.

სამტრედია - ტორპედო

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“, 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: „ტვ პირველი“

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორავა, დ. სანოძე, შ. ქუხილავა