სიახლეები

21-წლამდე ნაკრების ახალი სპარინგპარტნიორი მონტენეგროა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაუგეგმა 21-წლამდე ნაკრებს. გია გეგუჩაძის გუნდი 12 ივნისს სტუმრად მონტენეგროს ახალგაზრდულ ნაკრებთან ითამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს აქამდე ორი სპარინგი ჰქონდა დაგეგმილი -  22 და 25 მარტს თბილისში ისლანდიის წინააღმდეგ. 

ევრო 2019-ის შესარჩევ ჯგუფში, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები დანია, პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა და ფარერები არიან.