სიახლეები

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

გაუზიარე

26 თებერვალს, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასი გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი „სამტრედია“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული, ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან.

მატჩის აკრედიტაციის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], სადაც აღნიშნული იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია. აკრედიტაციის მოთხოვნა 23 თებერვლამდე შეგიძლიათ. აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია წერილობით დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მედია აკრედიტაციები მატჩის დღეს გაიცემა. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 599 94 59 75.