სიახლეები

„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“- პირველი სემინარი

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთში ჩართული პირებისათვის საგანმანათლებლო პროგრამას „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ატარებს.

სფმ-ზე სწავლება შერეული პრინციპით ხორციელდება: პროგრამა, ცხრა მოდულისაგან შედგება 4 ეტაპადაა დაყოფილი და როგორც ტრადიციულ, ისე დისტანციურ სწავლების მეთოდებს მოიცავს. 

თებერვალში კურსის მონაწილეები მსოფლიო ფეხბურთის მოწყობასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციას გაეცნენ. პროექტის ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია მონაწილეებს ფეხბურთის, როგორც სპორტის სახეობის შესახებ ესაუბრა და ევროპული ფეხბურთის ღირებულებები გააცნო. სფფ-ის იურისდიქციის შესახებ სემინარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იურიდიულ საკითხებში, აკაკი ალადაშვილმა ჩაატარა. განხილულ საკითხებს შორის სფფ-ის წესდება, საშეჯიბრო დებულებები, სადისციპლინო დებულებები და იურიდიული პროცედურები იყო. სემინარზე ქართული ფეხბურთის ისტორიაც მიმოიხილეს. 

მონაწილეები ამჟამად სწავლებას დისტანციური მეთოდით, სპეციალურად პროგრამისათვის შექმნილ ონლაინ-ფორუმზე აგრძელებენ. მეორე სემინარი, რომელიც  მარტში ჩატარდება, სტრატეგიული მართვის, ორგანიზაციული მართვისა და ადამიანური რესურსების საკითხებს მოიცავს.