საქართველოს ქალთა 17-წლამდე ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:0 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 30-ე წუთზე სონა რანიმოვას ანგარიშზეა.
გუნდებმა პირველი მატჩი 12 თებერვალს გამართეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს. ანგარიში აზერბაიჯანელებმა გახსნეს. მატჩის მეხუთე წუთზე თეიმურაზ სვანაძის გუნდის კარი აიტაჯ ნემატოვამ აიღო. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 69-ე წუთზე შეძლო, მეტოქის კარში ბურთი ელენე რაუხმა გაიტანა.
თეიმურაზ სვანაძის გუნდი შეკრებაზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 5 თებერვლიდან იმყოფებოდა.
ფუტსალი
გაუზიარე