საქართველოს ქალთა 17-წლამდე ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
შეხვედრაში ანგარიში აზერბაიჯანელებმა გახსნეს. მატჩის მეხუთე წუთზე თეიმურაზ სვანაძის გუნდის კარი აიტაჯ ნემატოვამ აიღო. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 69-ე წუთზე შეძლეს, მეტოქის კარში ბურთი ელენე რაუხმა გაიტანა.
გუნდებს შორის მომდევნო ამხანაგური შეხვედრა 14 თებერვალს კვლავ ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება. მატჩი 11:00 საათზე დაიწყება.
თეიმურაზ სვანაძის გუნდი შეკრებაზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 5 თებერვლიდან იმყოფება.
ფუტსალი
გაუზიარე