სიახლეები

თბილისის სამოყვარულო საფეხბურთო უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

დაიწყო თბილისის სამოყვარულო საფეხბურთო უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობის მსურველი გუნდების რეგისტრაცია, რომელიც დასრულდება 2017 წლის 17 თებერვალს.

თბილისის სამოყვარულო საფეხბურთო უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებმა, რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1) ამონაწერი რეესტრიდან - რომლითაც დასტურდება სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის იურიდიულ პირად რეგისტრაცია.

2) განაცხადის შევსებული ფორმა (როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდის ვერსია)

3) მოთამაშეთა პირადობის მოწმობის ასლები

4) საწევრო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უმაღლესი ლიგა 1200 ლარი, პირველი ლიგა 600 ლარი)

5) უმაღლესი ლიგის გუნდებისათვის დამატებით სავალდებულოა მოთამაშეთა ფოტოსურათების წარმოდგენა.

შენიშვნა: თუ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი 2017 წლის 17 თებერვლამდე, ამ შემთხვევაში გუნდი არ დაიშვება გათამაშებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი:

ს.ს. „თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში:
ბანკის კოდი: TBCBGE22
GE56TB7171836080100002
მიმღების სახელი: ააიპ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

თანხის გადახდის დანიშნულება:

1) თბილისის სამოყვარულო საფეხბურთო უმაღლესი ლიგის საწევრო გადასახადი - უმაღლესი ლიგის გუნდებისათვის.

2) თბილისის სამოყვარულო საფეხბურთო პირველი ლიგის საწევრო გადასახადი - პირველი ლიგის გუნდებისათვის.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის თანამშრომლებს:

ლაშა ჩალაძე - 577 42 24 43

დავით გელაძე - 555 00 68 11