სიახლეები

ფუტსალის ეროვნული ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა

ფუტსალი
გაუზიარე

27 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:3 დაამარცხა. 

ჩვენმა გუნდმა უპირატესობის მოპოვება მატჩის საწყის წუთებშივე მოახერხა. მე-2 წუთზე ანგარიში ირაკლი თოდუამ გახსნა, მე-8 და მე-9 წუთებზე კი, არჩილ სებისკვერაძემ დუბლი გაიფორმა და პირველი ნახევრის ანგარიში დააფიქსირა, 3:0 საქართველოს სასარგებლოდ.

შვეიცარიელებმა მეორე ტაიმი ძალიან აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე მოახერხეს სხვაობის მინიმუმადე შემცირება. ზვიად კუპატაძის კარი ჯერ სანტონამ, შემდეგ კი, ფაკინეტიმ აიღო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მობილიზება შეძლო და უპირატესობაც დაიბრუნა. 28-ე წუთზე მეტოქეს შოთა ჭანუყვაძემ გაუტანა, 29-ეზე კი, შოთა თოფურიამ. შვეიცარიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ გატანა 33-ე წუთზე შეძლო, გოლით კვლავ ფაკინეტი გამოირჩა. საბოლოო ანგარიში კი, 36-ე წუთზე დაიფიქსირდა, ჩვენი გუნდის მეკარემ ზვიად კუპატაძემ კვლავ საკუთარი საჯარიმოდან მოახერხა მეტოქის კარის აღება და საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გოლი გაიტანა. 

ფუტსალის ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, 9 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის მატჩები 3-12 აპრილს გაიმართება, ჩვენს ჯგუფს მინსკი უმასპინძლებს, მეტოქეები კი, ბელარუსის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებები იქნებიან. აღნიშნული რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას 7 პირველადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს, 7 მეორეადგილოსანი და 1 საუკეთესო მესამე ადგილოსანი კი, პლეი-ოფში ჩაერთვებიან და ამ გზით გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. პლეი-ოფის მატჩები 2017 წლის სექტემბერში გაიმართება.

შვეიცარია - საქართველო 3:6

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

შვეიცარია: კონსოლი, მარცოიანაკისი, სანტონა, ფაკინეტი, მეცგერი

სათადარიგო: სანჯინსი, ფუგელსანი, ვილჰელმი, ეიგერტერი, სილვა, კანდრეია, ველტი, ჯემაილი, ბუკსონი

მთ. მწვრთნელი: დევიდ მეიერი

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, სებისკვერაძე

სათადარიგო: ჯამბურია, ლუკავა, ნიშნიანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე კურტანიძე, ტიკურიშვილი

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

მსაჯები: სვენ აიხლერი (გერმანია), ვიქტორ ბუგენკო (მოლდოვა), პატრიკ პორკერტი (ავსტრია)

გაფრთხილება: რონინიო (05:47), სებისკვერაძე (07:23), ბუკსონი (26:58)

გოლები: 0:1 თოდუა (01:26), 0:2 სებისკვერაძე (07:22), 0:3 სებისკვერაძე (08:23), 1:2 სანტონა (20:47), 2:3 ფაკინეტი (21:00), 2:4 ჭანუყვაძე (28:00), 2:5 თოფურია (28:54), 3:5 ფაკინეტი (32:07), 3:6 კუპატაძე (35:35)

მესამე სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს შოტლანდიისა და ისრაელის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ისრაელის გამარჯვებით 6:2 დასრულდა. საბოლოოდ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფში ისრაელმა 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, შოტლანდია კი, ნული ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზე გავიდა. 

შოტლანდია - ისრაელი 2:6

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

შოტლანდია: ო’ჰანლონი, მუშინი, ჩაპლინი, მაკლიში, იატესი

სათადარიგო: მაკგილვერი, ჰოლმსი, სმიტი, მაკკალოჰი, კელდოუ, გათრი, რობერტსონი, მოლისონი, დეივისი

მთ. მწვრთნელი: მარკ პოტერი

ისრაელი: ბარ-ზაკაი, დიედუნოვი, ემერგი, შკოლნიკი, ჰაგბი

სათადარიგო: კაცი, ბლიეხი, ლანიადო, ვანა, როზენბერგი, ვასერი, კოენი, 

მთ. მწვრთნელი: ავი კალიფი

მსაჯები: იუსუფ ნურალიევი (აზერბაიჯანი), პატრიკ პორკერტი (ავსტრია), ვიქტორ ბუგენკო (მოლდოვა)

გაფრთხილება: ჩაპლინი (11:49), კოენი (35:09), გათრი (39:25)

გოლები: 0:1 შკოლნიკი (02:04), 0:2 ვანა (11:49) 0:3 შკოლნიკი (17:24), 0:4 შკოლნიკი (20:09), 0:5 შკოლნიკი (21:39), 1:5 მუშინი (25:37), 2:5 იატესი (32:38), 2:6 შკოლნიკი (36:06)