სიახლეები

ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

გაუზიარე

26 იანვარს უეფას შტაბბინაში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა და დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან ერთად.

ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში დამატებით ორ საგზურს გაითამაშებენ. შესარჩევი ციკლი 2017 წლის მარტიდან დაიწყება.