სიახლეები

საქართველო - შოტლანდია 11:0

ფუტსალი
გაუზიარე

25 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრები 11:0 დაამარცხა. 

შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემტევმა, არჩილ სებისკვერაძემ, მან მეტოქის კარი ოთჯხერ აიღო. მის გარდა შოტლანდიელთა კარში გოლები გიორგი ტიკურიშვილმა (2), გიორგი ნიშნიანიძემ, შოთა თოფურიამ და დავით ბობოხიძემ (2) გაიტანეს. ერთი ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა. 

ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას 27 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. 

საქართველო - შოტლანდია 11:0

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, ნიშნიანიძე, რონინიო, სებისკვერაძე

სათადარიგო: ჯამბურია, ლუკავა, თოდუა, თოფურია, კობაიძე, მაისაია, კურტანიძე, ტიკურიშვილი

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

შოტლანდია: მაკგილვერი, მუშინი, სმიტი, მოლისონი, დეივისი

სათადარიგო: ო’ჰანლონი, ჰოლმსი, ჩაპლინი, მაკკალოჰი, კელდოუ, გათრი, რობერტსონი, მაკლიში, იატესი

მთ. მწვრთნელი: მარკ პოტერი

მსაჯები: ვიქტორ ბუგენკო (მოლდოვა), პატრიკ პორკერტი (ავსტრია), სვენ ეხლერი (გერმანია)

გაფრთხილება: რობერტსონი (16:46), მაკლიში (18:40), გათრი (19:12), ნიშნიანიძე (24:20)

გოლები: 1:0 სებისკვერაძე (00:56), 2:0 სებისკვერაძე (09:03), 3:0 სებისკვერაძე (14:38), 4:0 სებისკვერაძე (15:17), 5:0 მოლისონი (ს.კ) (17:08), 6:0 ტიკურიშვილი (18:41), 7:0 ნიშნიანიძე (21:46), 8:0 ტიკურიშვილი (24:20), 9:0 ბობოხიძე (25:15), 10:0 თოფურია (33:56), 11:0 ბობოხიძე (34:23)

დღევანდელი სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ისრაელისა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი შვეიცარიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ისრაელი - შვეიცარია 0:3

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

ისრაელი: კაცი, დიედუნოვი, ბუდა, შკოლნიკი, ჰაგბი

სათადარიგო: ბარ-ზაკაი, ბლიეხი, ლანიადო, ემერგი, ვანა, როზენბერგი, ვასერი, კოენი 

მთ. მწვრთნელი: ავი კალიფი

შვეიცარია: სანჯინსი, მარცოიანაკისი, სანტონა, ფაკინეტი, მეცგერი

სათადარიგო: კონსოლი, ფუგელსანი, ვილჰელმი, ეიგერტერი, სილვა, ველტი, ჯემაილი, ბუკსონი, კანდრეია

მთ. მწვრთნელი: დევიდ მეიერი

მსაჯები: იუსუფ ნურალიევი (აზერბაიჯანი), სვენ ეხლერი (გერმანია), პატრიკ პორკერტი (ავსტრია) 

გაფრთხილება: სანჯინსი (13:02), დიედუნოვი (18:47), ბუდა (19:35), მეცგერი (25:17), ჰაგბი (31:33)

გოლები: 1:0 ფაკინეტი (11:38), 2:0 სანტონა (14:25), 3:0 ბუკსონი (19:36)