სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონზე მინდვრის საფარი დააგო. ინტენსიური სამუშაოები ნაახალწლევს დაიწყო, დამონტაჟდა სადრენაჟე სისტემა და სარწყავი მოწყობილობაც.

უახლოეს მომავალში იგეგმება განათების დამონტაჟება და ჩვენს დედაქალაქს მალე უეფას სტანდარტების ახალი არენა შეემატება.

ეს სტადიონი ერთ-ერთია მათგან, რომელიც ზაფხულში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო