სიახლეები

საქართველო - ისრაელი 3:0

ფუტსალი
გაუზიარე

24 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ისრაელის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა. 

შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, არჩილ სებისკვერაძის უზუსტესი გადაცემის შედეგად შოთა თოფურიამ ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. მეტოქეს მეორე გოლი კახაბერ მაისაიამ გაუტანა, მან ნიშნიანიძე-სებისკვერაძის სწრაფი კომბინაცია დააგვირგვინა. საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს დაფიქსირდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ საკუთარი საჯარიმოდან მოახერხა მეტოქის კარის აღება. 

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების 25 იანვარს, 20:00 საათზე თბილისი ოლიმპიურ სასახლეში, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

საქართველო - ისრაელი 3:0

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, სებისკვერაძე

სათადარიგო: ჯამბურია, ლუკავა, ნიშნიანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, კურტანიძე, ტიკურიშვილი

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ისრაელი: ბარ-ზაკაი, დიედუნოვი, შკოლნიკი, ცისმანი

სათადარიგო: კაცი, ბლიეხი, ლანიადო, ემერგი, ვანა, როზენბერგი, ვასერი, კოენი, ჰაგბი

მთ. მწვრთნელი: ავი კალიფი

მსაჯები: ვიქტორ ბუგენკო, სვენ ეხლერი, იუსუფ ნურალიევი

გაფრთხილება: 1:0 რონინიო (22:01)

გოლები: 1:0 თოფურია (19:57), 2:0 კახაბერ მაისაია (34:57), 3:0 ზვიად კუპატაძე (38:45)

დღევანდელი სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს შვეიცარიისა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი შვეიცარიელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა. 

შვეიცარია - შოტლანდია 6:2

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

შვეიცარია: სანჯინსი, სანტონა, კანდრეია, ფაკინეტი, მეცგერი

სათადარიგო: კონსოლი, ფუგელსანი, ვილჰელმი, ეიგერტერი, სილვა, მარცოიანაკისი, ველტი, ჯემაილი, ბუკსონი

მთ. მწვრთნელი: დევიდ მეიერი

შოტლანდია: ო’ჰანლონი, ჰოლმსი, ჩაპლინი, მოლისონი, მაკლიში

სათადარიგო: მაკგილვერი, მუშინი, სმიტი, მაკკალოჰი, კელდოუ, გათრი, რობერტსონი, იეტსი, დეივისი

მთ. მწვრთნელი: მარკ პოტერი

მსაჯები: პატრიკ პორკერტი (ავსტრია), იუსუფ ნურალიევი (აზერბაიჯანი), ვიქტორ ბუგენკო (მოლდოვა)

გაფრთხილება: ჩაპლინი (15:47),

გოლები: 1:0 ველტი (04:05), 2:0 ფაკინეტი (06:46), 3:0 ბუკსონი (07:18), 3:1 დეივისი (21:33), 4:1 კანდრეია (21:51), 4:2 მუშინი (33:50), 5:2 სილვა (35:34), 6:2 სანჯინსი (35:49)