სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში

ფუტსალი
გაუზიარე

23 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. 

ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა, ნაკრების თითოეული მოთამაშე ჯანმრთელადაა და მოახლოვებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში ხვდება. ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 24 იანვარს ისრაელის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 

ზვიად კუპატაძე („ტტგ-იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია (მფკ „ტატიშვილი“), დავით ბობოხიძე (მფკ„თელასი“), შოთა თოფურია (მფკ„თელასი“), კახა მაისაია (მფკ„თელასი“), არჩილ სებისკვერაძე (მფკ „თელასი“), ლევან კობაიძე (მფკ „ტატიშვილი“), შოთა ჭანუყვაძე (მფკ „ტატიშვილი“), ზურაბ ლუკავა (მფკ „ტატიშვილი“), მურთაზ კაკაბაძე (მფკ „ტატიშვილი“), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი),გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“,მოსკოვი, რუსეთი), გიორგი ტიკურიშვილი („ვიტენი“, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, კვიპროსი), ნიკოლოზ კურტანიძე (მფკ „თსუ“)

ისრაელის ეროვნული ნაკრების გარდა ჩვენი გუნდი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შვეიცარიისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. გთავაზობთ მატჩების განრიგს : 

24 იანვარი
17:30 შვეიცარია-შოტლანდია
20:00 საქართველო-ისრაელი

25 იანვარი
17:30 ისრაელი-შვეიცარია
20:00 საქართველო-შოტლანდია

27 იანვარი
17:30 შოტლანდია-ისრაელი
20:00 შვეიცარია-საქართველო