23 იანვარს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთის წინააღმდეგ 2017 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი დუბაიში ჩატარდა და ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 45-ე წუთზე უზბეკებმა გახსნეს, თავური დარტყმით როინ კვასხვაძის კარი ელდარ შამურადოვმა აიღო. 69-ე წუთზე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელმა თეიმურაზ შონიამ წონასწორობა აღადგინა. რამდენიმე წუთში ჩვენი გუნდი დაწინაურდა, 77-ე წუთზე მეტოქის კარში მეორე გოლი თბილისის "დინამოს" წევრმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა. ზუსტად ერთ წუთში, შამურადოვმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში ფრე 2:2 დაფიქსირა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 25 იანვარს იორდანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დუბაის Theyab Awana Stadium-ზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
უზბეკეთი - საქართველო 2:2
დუბაი, „სევენს სთედიუმი“
უზბეკეთი: ლობანოვი, ბიკმაევი (57’ მაშარიპოვი), ახმედოვი, ისკანდეროვი (90’ აშურმატოვი), სერგეევი, სოხიბოვი, ანდრეევი, შუკუროვი (80’ კუტიბაევი), ტუხტახუჯაევი, ხაშიმოვი, შამურადოვი
მთ. მწვრთნელი: სამველ ბაბაიანი
საქართველო: კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, ხოჭოლავა, ს. ლობჟანიძე (82’ ხარაიშვილი), არაბული (57’ პარუნაშვილი), ზივზივაძე, კიტეიშვილი (89’ პაპუნაშვილი), ტუღუში (70’ დვალიშვილი), შერგელაშვილი (89’ ტაბიძე), რეხვიაშვილი, შონია (83’ მამასახლისი)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯები: ჰამად ალი, მოჰამედ ალაჰმადი, საბეტ ალ-ალი, ხალილ ალმულა
გაფრთხილება: 22’ შუკუროვი, 63’ უ. ლობჟანიძე, 87’ ხარაიშვილი
გაძევება: 89' ახმედოვი
გოლები: 1:0 შამურადოვი (45), 1:1 შონია (69), 1:2 ს. ლობჟანიძე (77), 2:2 შამურადოვი (78)
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე