მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბოლო შეხვედრა გამართა.
გიორგი ნემსაძის შეგირდები ლატვიის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 2:5 დამარცხდნენ. ჩვენი მხრიდან მეტოქის კარის აღება ჯანგველაძემ და მექვაბიშვილმა მოახერხეს. ამ შეხვედრით 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს.
ლატვიის წინააღმდეგ მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
თვალოძე, მელიქიშვილი (კაპანაძე 21), ბაქრაძე (წაქაძე 52), აზაროვი (ხარაიშვილი 74), ჩოთალიშვილი, ჩარკვიანი (გელაშვილი 52), მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (აშორდია 40), დავითაშვილი (ქუთათელაძე 57), თუდები (31’ კვარაცხელია), ჯანგველაძე
სათადარიგონი: ბახტაძე, გულიაშვილი.
გაუზიარე