სიახლეები

მინსკის ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

გაუზიარე

მინსკის საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინას შეხვდა და 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი ბურთი ზურა დავითაშვილმა ჯარიმიდან შეაგდო.

უკრაინელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს დაწინაურება და ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

მომდევნო მატჩს ქართველები უკვე ადგილების გასათამაშებლად სხვა ჯგუფის მონაწილეებთან გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ტურნირის მონაწილე 12 ნაკრებიდან ერთადერთია, რომელიც ერთი წლით უმცროსი ასაკით გამოდის, რადგან სწორედ ამ თაობას უწევს ევროშესარჩევი ეტაპი შემოდგომაზე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა დღეს ასეთი შემადგენლობით ითმაშა:

ბახტაძე, მელიქიშვილი (38' აზაროვი), გელაშვილი, კაპანაძე, ჩოთალიშვილი (77' აშორდია), მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (65' ბაქრაძე), დავითაშვილი (54' ჩარკვიანი), კვარაცხელია (65' თუდები), გულიაშვილი, ქუთათელაძე (54' ჯანგველაძე)

სათადარიგონი: თვალოძე, წაქაძე, ხარაიშვილი