სიახლეები

ფუტსალის ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

ფუტსალი
გაუზიარე

20 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისათვის მზადების ფარგლებში ვარჯიშს გამართავს.

მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღება პირველი 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. 

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

24 იანვარი
17:30 შვეიცარია-შოტლანდია
20:00 საქართველო-ისრაელი

25 იანვარი
17:30 ისრაელი-შვეიცარია
20:00 საქართველო-შოტლანდია

27 იანვარი
17:30 შოტლანდია-ისრაელი
20:00 შვეიცარია-საქართველო

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მატჩებზე დასასწრები აკრედიტაციების გაცემა ორშაბათს, 23 იანვარს, ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშზე მოხდება.