სიახლეები

მინსკის ტურნირი დაიწყო

გაუზიარე
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და ისრაელთან 0:4 დამარცხდა.მეტოქემ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა დახანის გოლით, კარზევმა დუბლი შეასრულა (27-ე და 53-ე წუთებზე), ხოლო მატჩის მიწურულს მაიდოუბმა გამოიჩინა თავი.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითმაშა:
თვალოძე, მელიქიშვილი (ხარაიშვილი 55), წაქაძე, გელაშვილი, კაპანაძე, ჩოთალიშვილი (აშორდია 65), ჩარკვიანი (თუდები 55), მექვაბიშვილი (ლორთქიფანიძე 65), დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 59)
სათადარიგონი: ბახტაძე, ბაქრაძე, აზაროვი, ქუთათელაძე.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლიტვამ 2:1 დაამარცხა უკრაინა. მომდევნო მატჩს ქართველი 17-წლამდელები სწორედ ლიტვასთან ჩაატარებენ 17 იანვარს.