სიახლეები

ზამთრის თასი - „გ“ ჯგუფი

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

14 იანვარს, ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების მეორე სათამაშო დღე „გ“ ჯგუფის შეხვედრებით გაიხსნა.

ჯგუფის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „თელავი“ და თბილისის „ვიტ-ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი თელაველთა გამარჯვებით 6:3 დასრულდა. მათი მხრიდან დუბლი ვაჟა ქიქავამ გაიფორმა, თითო გოლი კი, ანტონ თოლორდავას ფირუზ მარაქველიძის, მიხეილ ბაშალეიშვილისა და გიორგი ივანიშვილის ანგარიშზეა. თბილისელებმა კი მეტოქეს გოგა დანელიას დუბლითა და გიორგი თიგინაშვილის ერთი გოლით უპასუხეს.

დაძაბული და დრამატული გამოდგა ფოთის „კოლხეთისა“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირება. ფოთელებმა მეტოქე ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 8:7 დაამარცხეს. მათი მხრიდან გოლები ცოტნე ქებურიამ (2), დავით ბოლქვაძემ (2), პაპუნა მოსემღვდლიშვილმა, ავთო ენდელაძემ, გურამ ლუკავამ და შოთა კერძევაძემ გაიტანეს. ბათუმელთა მხრიდან კი ანზორ სუხიაშვილი, პაპუნა ფონიავა, გეგი კეკუა და მიხეილ გორელიშვილი (4) გამოირჩნენ.

მომდევნო შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი“ „თელავს“ დაუპირისპირდა და ამჯერად დამარცხდა. თელაველებმა მეტოქეს 8:2 აჯობეს. დუბლი შეასრულეს ნიკა ბაშელეიშვილმა და იმედა აშორტიამ, თითო გოლი კი, ლაშა კუჯუნაშვილის, გიორგი შეროზიას, ზაქარია ბიძინაშვილისა და ფირუზ მარაქველიძის ანგარიშზეა. ფოთელთა მხრიდან კი მეტოქის კარი გურამ ლუკავამ და ავთო ენდელაძემ აიღეს.

ბათუმის „დინამომ“ ჯგუფის მეორე შეხვედრა თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართა და 7:3 დაამარცხა მეტოქე. გოლები ვაკო თევდორაძემ (3), პაპუნა ფონიავამ (2), მირზა ფარტენაძემ და მიხეილ გორელიშვილმა გაიტანეს. დამარცხებულთა მხრიდან კი გოლებით გიორგი გვასალია, ლაშა ნიკოლეიშვილი და ზვიად ნაჭყებია გამოირჩნენ.

„გ“ ჯგუფის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ფოთის „კოლხეთსა“ და თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ შორის გაიმართა. ფოთელებმა თბილისელები ანგარიშით 13:7 დაამარცხეს. მათი მხრიდან ხუთი გოლი გურამ ლუკავამ გაიტანა, დუბლი დავით ბოლქვაძემ და ავთო ენდელაძემ, თითო გოლი კი შოთა კერძევაძემ, პაპუნა მოსემღვდიშვილმა, თამაზ ჟიშკარიანმა და თამაზ შალიკაშვილმა გაიტანეს. ფოთელთა მხრიდან მეტოქის კარი გიორგი თაგვაშვილმა (3), ბექა გურასაშვილმა (2) ლაშა ნიკოლეიშვილმა და ზვიად ნაჭყებიამ აიღეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბათუმის „დინამო“ და „თელავი“ წარსდგნენ. ბათუმელებს ნახევარფინალში გასასვლელად მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინათ და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში თელაველებმა გახსნეს, საბოლოო ჯამში შეხვედრა მათი გამარჯვებით 10:5 დასრულდა. ეს შედეგი კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები პაპუნა ფონიავამ (3), ვაკო თევდორაძემ (2), მიხეილ გორელიშვილმა (2), ანზორ სუხიაშვილმა, ბექა ვარშანიძემ და გიორგი ქუთელიამ გაიტანეს. „თელავმა“ კი მეტოქეს ნიკა ბაშელეიშვილის დუბლით და ფირუზ მარაქველიძის, იმედა აშორტიასა და ვაჟა ქიქავას გოლებით უპასუხა.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ბათუმის „დინამომ“ მოიპოვა. აჭარლებმა ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგეს და შემდეგ ეტაპზე 6 ქულით გავიდნენ.