საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებამ დაასრულა ფეხბურთის თამაშის წესების წიგნის ახალ რედაქციაზე მუშაობა.
210-გვერდიანი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) რეკომენდაციით გადაითარგმნა და ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს, მწვრთნელ-ფეხბურთელებსა და მსაჯებს დაურიგდებათ.
გულშემატკივრებსა და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კი წიგნის სრული ელექტრონული ვერსიის ნახვა სფფ-ის ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.