სიახლეები

სფფ-ის პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

სფფ
გაუზიარე
ჩემო მეგობრებო, 
სულ მალე 2017 წლის ათვლას დავიწყებთ. 
იმ დროს, როდესაც ძველ წელს ვაცილებთ და ახალს ვეგებებით, ალბათ, განსაკუთრებით ვფიქრობთ, თუ რა გავაკეთეთ გასულ წელს და რა მიზნები გვაქვს მომავალში. 
2016 წელი ფეხბურთისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო! 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და ჩვენი გუნდის მუშაობით ბევრი ახალი პროექტი დავიწყეთ! რისთვისაც, უპირველესად, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის ყველა წევრს და ვუთხრა, როგორ მეამაყება თითოეული მათგანი და რამხელა ბედნიერებაა მათთან ერთად მუშაობა! 
ბედნიერი ვარ, რომ წელიწადი, რომელსაც ახლა ვაცილებთ, ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის, გულშემატკივრის დაბრუნების, ნდობის აღდგენისა და სიახლეების წელი იყო! 
დარწმუნებული ვარ, რომ 2017 წელი ჩვენი აქტიური მუშაობით, თქვენი ყველას ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით, იქნება ბევრად უფრო წარმატებული ვიდრე 2016. 
ყველას გილოცავთ დამდეგს და სიკეთის 2017 წელს გისურვებთ! 
სიყვარულით, 
ლევან კობიაშვილი