სიახლეები

სფფ-ის ახალი ინიციატივა - დავით პეტრიაშვილის ფონდი

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდი დაიწყებს ფუნქციონირებას.  ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო იქნება და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

აღნიშული გადაწყვეტილება საზოგადოებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე  გააცნო.

„21 დეკემბერს, ჩვენი მეგობრის და ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივრის, დავით პეტრიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ძალიან რთულია დათოზე წარსულში საუბარი, ის გახლდათ ქართული ფეხბურთის დიდი მხარდამჭერი და ჩვენი ელჩი მსოფლიოში.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით შეიქმნება დავით პეტრიაშვილი ფონდი,რომლის მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ქვეყანაში საფეხბურთო განათლების ამაღლებას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ის, რასაც დავით პეტრიაშვილი მთელი ცხოვრების მანძილზე აკეთებდა, აუცილებლად გაგრძელდეს,"- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფონდის საქმიანობის შესახებ სრულ ინფორმაციას, უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იხილავთ.