სიახლეები

2016 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი ნიკოლოზ ჯღარკავა გახდა

აკადემია
გაუზიარე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზეიმო გალა-დაჯილდოებაზე სპეციალური ჯილდოს გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 

ნიკა ჯღარკავას, რომელიც ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი პროგრამის თანაავტორი და ამასთან, 2016 წლიდან უეფას მასობრივი ფეხბურთის პანელის წევრია, აღნიშნული ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სპორტის მასობრიობის ზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის გადაეცა.

„მოხარული ვარ, თუმცა ნამდვილად არ განვიხილავ ამ ჯილდოს, როგორც ინდივიდუალურ პრიზს, რადგან ეს ყველა იმ ადამიანის ერთობლივი შრომის შედეგია, ვინც ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტში და ეზიაროს ჯანსაღი ცხოვრების წესს,“- განაცხადა ნიკა ჯღარკავამ.

2016 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტის შედეგად, ქვეყანაში დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 7000-ით გაიზარდა.